Accentnews.ge
კახა კალაძე „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება

კახა კალაძე „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება

30/06/2021 18:24:58 პოლიტიკა

„TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.

„სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას", - წერს კალაძე „ფეისბუქში" პირად გვერდზე.

როგორც ქალაქის მერი აღნიშნავს, დარწმუნებულია, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება.

შსს აცხადებს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. თუმცა ადგილზე ჩასული ჟურნალისტების ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელებმა რესტორანში გადაინაცვლეს და მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი პოლიციელების თანდასწრებით განხორციელდა, რასაც გადაღებული კადრებიც ადასტურებს, ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.

მომხდარის შესახებ „TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე" დაწერა:

„სრული განუკითხაობა ქვეყანაში - თავდასხმა მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა. გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია, ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S