Accentnews.ge
"რიგ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ"

"რიგ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ"

30/06/2021 11:45:30 პოლიტიკა

"რიგ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადათ", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჟვანიამ "სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები".

"ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

  • გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
  • გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
  • გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
  • გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", – წერს კობახიძე.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S