გიორგობიანი – ხაზარაძეზე: "დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო"
30/06/2021 09:38:05 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი დეპუტატ მამუკა ხაზარაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო, - მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ. გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღიებული ავტომანქით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში", – აცხადებს გიორგობიანი.


