Accentnews.ge
ხაზარაძე – „პრაიდზე“: "საპატრიარქო ხედავს რისკს სტაბილურობისთვის"

ხაზარაძე – „პრაიდზე“: "საპატრიარქო ხედავს რისკს სტაბილურობისთვის"

30/06/2021 06:17:42 პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოქმედი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო თუ მთავრობა საპატრიარქოს მსგავსად რისკს ხედავს სტაბილურობასთან დაკავშირებით, „ორმაგი სტანდარტი და კეკლუცობა“ უნდა შეწყვიტოს.

„კეკლუცობა არის ის, რომ "პრაიდის" ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, „რუსთაველზე ჩაატარე“, და მეორე ხელით ეუბნებოდე, „მოდი, ნუ ჩაატარებ“, არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებართვას, თუ ასეთი პრინციპული ხარ. თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და ვერ იცავ კანონს, პოლიცია ვერ იცავს, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, როგორც ხელისუფალი, რაც შეიძლება, დამაზიანებელი იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. [...] ზუსტად ეს განაცხადა საპატრიაქრომ, რომ ის ხედავს რისკს, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ცუდად სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას“,–განაცხადა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა "პრაიდის კვირეულის" ჩატარებას მხარს, ხაზარაძემ შემდეგი განაცხადა:

"ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება და დაცულია ეს კონსტიტუციით. მორჩა და გათავდა. თუ რაიმე გამოხატვას, ან ქმედებას სახელმწიფოსთვის მოაქვს ზიანი, და პოლიტიკოსი რომ ხარ და ხედავ ამ ზიანს და საშიშროებას, უნდა იმოქმედო ადეკვატურად. ადეკვატური მოქმედება ის არის, რომ ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო. აქ მინდა დავამთავრო. მე ვერ შევეწინააღმდეგები იმ კონსტიტუციას, რომელიც კობახიძის და „ქართული ოცნების“ მიერ იქნა ჩასწორებული და მიღებული. მომწონს-არმომწონსზე არაა ლაპარაკი. ქვეყანა ცხოვრობს ამ კონსტიტუციით, შესაბამისად, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. და მას თავში არავინ არ უნდა ჩაარტყას. და თუ ძალადობაზე გადავდივართ და ამ საშიშროებას ხედავს ხელისუფლება, ორმაგი სტანდარტი არ უნდა მომახვიო თავზე".

ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.

29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.

უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S