საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვია
30/06/2021 05:52:51 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია. იგი თბილისში გუშინ ღამით ჩამოფრინდა.
სახელმწიფო უწყებებს ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.
შეხვდება თუ არა ჯეიმს აპატურაი ოპოზიციას უცნობია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.


