Accentnews.ge
"მერობის კანდიდატი ერთადერთია" - ვის კანდიდატურას განიხილავს "ოცნება"

"მერობის კანდიდატი ერთადერთია" - ვის კანდიდატურას განიხილავს "ოცნება"

29/06/2021 10:09:52 პოლიტიკა

პირდაპირ გეტყვით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მერობის კანდიდატად კახა კალაძის გარდა, არავინ განიხილებოდა და არც განიხილება.

„პირდაპირ გეტყვით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე. უბრალოდ, ჩვენ ბატონი კახასგან თანხმობას ველოდებით და შესაბამისად, მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკივ-მოკიბვის გარეშე. არავინ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაა ბატონი კახას მიმართ“, – განაცხადა ზარქუამ.

თავის მხრივ კალაძე განაცხადა, რომ საზოგადოება დაზუსტებულ ინფორმაციას მომავალ კვირას შეიტყობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S