Accentnews.ge
ელისაშვილი - პრაიდზე: "თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი"

ელისაშვილი - პრაიდზე: "თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი"

29/06/2021 09:12:38 პოლიტიკა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი და პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი, თბილისში პრაიდის კვირეულის ჩატარებას არ ემხრობა და არ ესმის, რატომ აწყობენ ორგანიზატორები აღნიშნულ ღონისძიებას.

“რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების გარდა, პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები”, — უთხრა მან მედიას.

ჟურნალისტის კითხვას, “თქვენთვის პირადად მისაღებია?”, ელისაშვილმა უპასუხა, რომ “არა”, შემდეგ კი თქვა:

“თავს თუ შეიკავებენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი”.

29 ივნისს პარლამენტში მოქმედმა ოპოზიციურმა ფრაქციამ “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მიიწვია, რათა ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს აუხსნას, როგორ აპირებს სახელმწიფო “თბილისი პრაიდის” კვირეულის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S