ინციდენტი პარლამენტში – პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს
28/06/2021 11:05:32 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი მაშინ ჩართო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა და ამ ფორმიტ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება სხდომათა დარბაზში მიმდინარე პროცესებისადმი.
ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.
„ბრავო! იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა “, - განაცხადა კუჭავამ.


