Accentnews.ge
ნაზი ჯანეზაშვილი: "მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით"

ნაზი ჯანეზაშვილი: "მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით"

27/06/2021 17:28:57 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით,მოსამართლეები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როცა საგანგებო შეკრებას მართავენ და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ ირაზმებიან.

„მერამდენედ ხდება მოსამართლეების "მობილიზაცია"? რატომ არ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე? მურუსიძის თაოსნობით ისევ შეიკრიბა მოსამართლეთა კორპუსი“, - წერს სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის თქმითაც, მოსამართლეებს აღელვებთ ის განცხადებები, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ, რადგან იციან, რომ სამომავლოდ ეს განცხადებები გარკვეულ გავლენას მოახდენს მათ ძალაუფლებაზე.

„სასამართლო უნდა იყოს ადვეკვატური იმ გამოწვევებთან და რეალობასთან, რაც თვითონ მოსამართლეებმა შექმნეს. ნაცვლად თავის შეცოდებისა ან აგრესიისა, ისინი უნდა იყვნენ თვითკრიტიკულები. წლებია ვხედავთ, რომ მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ამას აგრძელებენ დღესაც. მათი ეს შეკრებაც ამის ნაწილია. თუ უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტდება, ადგილი აღარ დარჩება და მერე ჩაატარებენ რეფორმას 1-2 წლის შემდეგ, რა აზრი ექნება ამას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

27 ივნისს მოსამართლეთა ერთი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში შეიკრიბა და შეიმუშავა მიმართვის ტექსტი, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც მართლმსაჯულების ადგილობრივი ოპონენტები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S