Accentnews.ge
ღარიბაშვილი – “პრაიდთან” დაკავშირებულ კითხვებზე: "ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი არასწორად მიმაჩნია"

ღარიბაშვილი – “პრაიდთან” დაკავშირებულ კითხვებზე: "ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი არასწორად მიმაჩნია"

25/06/2021 19:12:35 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ შეხსენების შემდეგ უპასუხა.

პრაიდთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ღარიბაშვილს “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ხათუნა სამნიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სთხოვეს.

“ბატონო პრემიერო, არ ველოდი, თუ გამოტოვებდით ჩემს შეკითხვას. როგორც ვიცი, ჰომოფობი არ ბრძანდებით. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა აქამდე რაც გვისაუბრია. გამიკვირდა, რომ ამ ტრიბუნიდან ერთი ფრაზა ვერ თქვით, რომ თითოეული მოქალაქის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული.[...] პრემიერი ხართ და კონსტიტუციის დაცვა თქვენი ვალია. ამის თქმა არ მგონია, რომ უნდა გიჭირდეთ. ძალიან გთხოვთ, მიეცით ამ ადამიანებს გარანტია, რომ ისინი დაცული იქნებიან შეკრების დროს. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს ადამიანები მუქარებისგან”, – მიმართა სამნიძემ ღარიბაშვილს, რის შემდეგაც პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

“შეკითხვა უბრალოდ გამომრჩა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემს დროს იქნა აღნიშნული კანონი მიღებული. ამავე დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ქორწინების განმარტება ჩაიწერა კონსტიტუციაში. შესაბამისად, კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული. ამაზე ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი მიმაჩნია არასწორად. ჩვენ ამით, ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ. მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება. ამ ადამიანებს იცავს კანონი. გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე, მიმაჩნია, რომ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს”.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზებით 5 ივლისს "ღირსების მარში" გაიმართება. ლგბტქ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ქუჩაში მსვლელობას მოაწყობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S