Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები 28 ივნისს გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები 28 ივნისს გაგრძელდება

25/06/2021 19:19:08 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშზე პარლამენტში პოლიტიკური დებატები 28 ივნისს გაგრძელდება

პლენარულ სხდომაზე ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც დღეს ვერ მოესწრება, რადგან რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს, დღეს 00:00 საათამდე.

დეპუტატებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურეს საგაზაფხულო სესია. კახა კუჭავამ განაცხადა, რომ 28 ივნისს მოწვეული იქნება რიგგარეშე სხდომა.

პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S