Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის ხიდან-ხეზე?!"

ღარიბაშვილი: "სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი, რომელიც გამათხოვრებული დადის ხიდან-ხეზე?!"

25/06/2021 18:22:19 პოლიტიკა

საქაღთველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარლამენტში დეპუტატთა კითხვებს პასუხობს, “ნაციონალური მოძრაობა” 2008 წელს “რუსული ჯარის დაბრუნებაში” დაადანაშაულა, შემდეგ კი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “გამათხოვრებული” უწოდა.

„რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. კითხვა მაქვს - რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში? თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ, საქართველომო! სააკაშვილმა დააბრუნა, ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი, კი! აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი?! - გამათხოვრებული დადის ქვეყანაში ხიდან-ხეზე?! ეგ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი?! კაცმა, რომელიც 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. საერთოდ რაზე მელაპარაკებით?!“, - მიმართა ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S