ღარიბაშვილი - ხაბეიშვილს: "საერთოდ გახვედით კონტროლიდან, კარგი ბიჭი იყავით 2013-2014 წლებში"
25/06/2021 16:45:08 პოლიტიკა
"ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს.
"2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა, არ ვიცი. კარგი ბიჭი იყავით მაშინ, კაცო" - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას.
"სად მნახეთ მაშინ?" - ჰკითხა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს, რაზეც პრემიერმა შემდეგი უპასუხა: "თქვენ მიხვდებით სად გნახეთ".


