რატომ არ გასცა პასუხი ღარიბაშვილმა გახარიას თანაგუნდელების კითხვებს
25/06/2021 16:35:28 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელების კითხვებს არ უპასუხა.
ღარიბაშვილმა გახარიას თანაგუნდელ დეპუტატებს – ანა ბუჩუკურსა და ბექა ლილუაშვილის, განუცხადა, რომ მათ შეეძლოთ მთავრობაში დარჩელიყვნენ და იმ საკითხებზე, რაზეც კითხვები აქვთ, თავად ემუშავათ.
“თქვენ იყავით მთავრობაში და შეგეძლოთ, გაგეგრძელებინათ და არ წასულიყავით”, – მიმართა ღარიბაშვილმა გახარიას თანაგუნდელებს.
ანა ბუჩუკურის კითხვა შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას, კერძოდ როდის წარმოადგენდა მთავრობა მას დასამტკიცებლად პარლამენტში. ბექა ლილუაშვილმა კი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა, და “არა 10-წლიანი ილუზიების შეთავაზება”, რომელსაც ის სთავაზობს.


