"ცხენოსნობის აღდგენა ძალიან საშური საქმეა, პირადად ვარ ჩართული ამ პროექტში"
25/06/2021 16:21:51 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში იპოდრომის მშენებლობის პროექტში პირადად არის ჩართული.
მისი თქმით, "ცხენოსნობის აღდგენა ძალიან საშური საქმეა".
"მე ვარ პირადად ჩართული ამ პროექტში. უკვე დავავალე რეგიონების მმართველ ორგანოს, რომელიც ჩემს ადმინისტრაციაშია შექმნილი. გუბერნატორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ წელსვე. ამაზე საუბარი იყო 2– წლის წინ, შემდეგ შეჩერდა, მაგრამ აქტიურად გავაგრძელებთ იმ ცხენოსნობისა და იმ ტრადიციების აღდგენას, რომელიც აუცილებელია და რომელიც გააცოცხლებს იმ მუნიციპალიტეტს. ზოგადად, ცხენოსნობის აღდგენა ძალიან საშური საქმეა", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას.
მანამდე პრემიერმა ოპოზიცია გააკრიტიკა და მისი მისამართით შემდეგი განაცხადა:
"რამდენი რეალური პრობლემა გვაქვს დღეს ჩვენ ქვეყანაში და ამ დროს, ჩვენ დროს ვკარგავთ ამათ [ოპოზიცია] უაზრო ცინიზმზე და კრიტიკაზე".


