Accentnews.ge
რომელი ვაქცინების შემოტანას გეგმავენ საქართველოში, როდის და რა რაოდენობით

რომელი ვაქცინების შემოტანას გეგმავენ საქართველოში, როდის და რა რაოდენობით

25/06/2021 16:03:14 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში წლის ბოლომდე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების დაახლოებით, 4 მილიონი დოზა შემოვა.

"ფაიზერთან" ვაქცინის 1 000 000 დოზაზე გავაფორმეთ კონტრაქტი და პრეპარატის მოწოდება ივლისიდან დაიწყება. გარდა ამისა, "სინოვაკის" ვაქცინის 1 000 000 დოზა ჩამოვა მიმდინარე თვის ბოლოს. ამასთან, "სინოფარმის" ვაქცინის ასევე 1 000 000 ჩამოვა ივლის–აგვისტოში. გარდა ამისა, "კოვაქსისგან" ველოდებით ვაქცინის 700 000 დოზას, მათ შორის "ნოვავაქსისა" და "ასტრაზენეკას" დოზებს, რომელიც ქვეყანაში წლის ბოლოს ჩამოვა. ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე სრულად [ორივე დოზით] აცრილი იყოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგენისას.

მისი თქმით, დღეში 30 000 ადამიანი უნდა აიცრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S