Accentnews.ge
ღარიბაშვილს „ღირსების მარშზე“ მისვლა შესთავაზეს

ღარიბაშვილს „ღირსების მარშზე“ მისვლა შესთავაზეს

25/06/2021 13:34:54 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 5 ივლისისთვის "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ „ღირსების მარშში“ მონაწილეობა შესთავაზეს ღონისძიების მოწინააღმდეგეთა ანონსის ფონზე.

„როგორც პრემიერ–მინისტრი თუ გრძნობთ, რომ თქვენი პერსონალური მისვლა პრაიდის „ღირსების მარშზე“ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და თუ ხართ მზად, მიხვიდეთ და მათ დაუჭიროთ მხარი?“,– ჰკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერს პარლამენტში ვიზიტისას.

მანამდე პრემიერს ხათუნა სამნიძემ დაუსვა კითხვა, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან აძლევს თუ არა ღონისძიების მონაწილეებს გარანტიას, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება?

პრემიერს კითხვებისთვის ჯერ არ უპასუხია.

ცნობისთვის: „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აანონსებენ.

„5-ში ქაშვეთის უკან, დილის 10 საათიდან, 9 აპრილის ბაღში ვაცხდებთ მობილიზებას. ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანიარი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა 24 ივნისის ბრიფინზე "ალტინფოს" წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ.„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება. დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

17 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა:

"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე".

წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება. იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”.

მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება:

„ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.

გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S