Accentnews.ge
„გინახავთ ხომ ფილმებში გვირაბებს რომ თხრის საწყალი ხალხი, რომ ერთი ნახატი მოიპაროს, რამდენს წვალობს ქურდი?!“

„გინახავთ ხომ ფილმებში გვირაბებს რომ თხრის საწყალი ხალხი, რომ ერთი ნახატი მოიპაროს, რამდენს წვალობს ქურდი?!“

25/06/2021 12:18:35 პოლიტიკა

ენმ–ის წევრი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ დღგ–ს მანიპულაციით მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე 129 მილიონს ვერავინ მოიპარავდა, რადგან მათ 700 მილიონზე მეტი ლარის ბრუნვა უნდა დაემალათ და ითხოვს პასუხს, რომელი მაღალჩინოსანი დააკავეს საქმის ფარგლებში.

„რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი? 86 ბანკი. წარმოგიდგენიათ 86–ჯერ რომ განმეორდეს ის ამბები, რაც საქართველოში ტრიალებდა და მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო?! გინახიათ ხომ ფილმებში გვირაბებს რომ თხრის საწყალი ხალხი, რომ ერთი ნახატი მოიპაროს და ერთი ორი მილიონი...ბანკის სარდაფში შეძვრეს. რამდენს წვალობს ქურდი?! რას ვხედავთ? ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მონაწილეობით საქართველოში მოიპარეს 129 მილიონი ლარი დღგ–ს მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ თურმე პასუხისმგებაში მიეცა 241 პირი, მათგან პატიმრობაშია 69, ძებნილია16, გირაო აქვს შეფარდებული 114 პირს. თურმე ესნი ქურდები კი არა, მონსტრების კორპორაცია ყოფილან. [...] თურმე ამაში მარალჩინოსმები არ არიან გარეულნი. ამა მითხარით, რომელი მაღალჩინოსანი დაიჭირეთ ლიფსიტებს რომ დაერიეთ?“,– იკითხა გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ–მინისტრის ვიზიტისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S