Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი:„მთავარმა არხმა“ და "ფორმულამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი"

შალვა პაპუაშვილი:„მთავარმა არხმა“ და "ფორმულამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი"

25/06/2021 08:18:02 პოლიტიკა

„უკვე ჩანს, რომ მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავარი არჩევნებია და არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს. „რაც შეეხება „იფსოსის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევებს, უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ასე რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამას ვხედავდით წინა არჩევნების დროსაც, მე მგონი ამაზე უარეს შედეგებს წინასწარმეტყველებდა მაშინ „მთავარი არხიც“ და „ფორმულაც“ . ეს არის ამ ორი ტელეკომპანიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ერთერთი ინსტრუმენტი. მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S