Accentnews.ge
გახარია - 57%; კალაძე - 50%; მელია - 47% — პოლიტიკოსების მოწონების მაჩვენებელი Edison-ის კვლევით

გახარია - 57%; კალაძე - 50%; მელია - 47% — პოლიტიკოსების მოწონების მაჩვენებელი Edison-ის კვლევით

24/06/2021 17:26:43 პოლიტიკა

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი; გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის მიმართ აქვს დადებითი განწყობა; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ.

შემდეგ პოზიციას იკავებს გიორგი ვაშაძე 43%-იანი მოწონებით,“ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი მიმართ 38%-ს აქვს დადებითი განწყობა. იგივე მაჩვენებლები აქვთ ირაკლი რარიბაშვილსა და ანა დოლიძეს. 36%–იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას – 34%–იანი.

გამოკითხულ მოქალაქეთა 67%–ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ალეკო ელისაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, ხატია დეკანოიძის, არჩილ თალაკვაძის მიმართ. 66% უარყოფითადაა განწყობილი ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის მიმართ, მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონს 64%–ს. 62%–ს არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი რრაიბაშვილი და ანა დოლიძე. 57%–ს – გიორგი ვაშაძე, 53%–ს – ნიკა მელია, 50%–ს – კახა კალაძე, 43%–ს – გიორგი გახარია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S