„ოცნება“ – 25%, ენმ – 19%, გახარია – 10% – Edison Research–ის კვლევა
24/06/2021 16:58:20 პოლიტიკა
Edison Research–ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, დღეს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოქალაქეების 25% დაუჭერდა მხარს. კერძოდ, შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქართული ოცნება – 25%
- ენმ – გაერთიანებული ოპოზიცია – 19%
- საქართველოსთვის – გიორგი გახარია– 10%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
- ლელო – 3%
- ლეიბორისტული პარტია – 3% პატრიოტთა ალიანსი – 2
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
- გირჩი – 2%
- ევროპული საქართველო – 2%
- გამარჯვებული საქართველო – 2%
- ვასაძის პარტია – 2%
- დროა – 1%
- მოქალაქეები – 1%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


