Accentnews.ge
Edison Research: მოსახლეობის 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა

Edison Research: მოსახლეობის 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა

24/06/2021 16:21:53 პოლიტიკა

Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ სურს, ქართულმა ოცნებამ 43% მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ამავე თემაზე, მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ცნობისთვის: შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტის მიხედვით, თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S