Accentnews.ge
Edison Research კვლევა: ვის კანდიდატს უჭერს მხარს მოსახლეობა თბილისის მერის თანამდებობაზე

Edison Research კვლევა: ვის კანდიდატს უჭერს მხარს მოსახლეობა თბილისის მერის თანამდებობაზე

24/06/2021 16:06:40 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას თბილისის მერის არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი - 34%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 30%
  • გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი - 13%

ამავე კვევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ სურს, ქართულმა ოცნებამ 43% მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ამავე თემაზე, მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

Edison Research-ის კვლევის შედეგად, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნამდვილად მივა ხმის მისაცემად, 20% ამბობს, რომ "ალბათ წავა" არჩევნებზე, 6% ფიქრობს, რომ "ალბათ არ წავა", ხოლო 6%-ის თქმით, "ნამდვილად არ წავა" არჩევნებზე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S