Accentnews.ge
ზარქუა: "ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და თავიდან მეგონა, „ნაცმოძრაობას" მოუწყვეს"

ზარქუა: "ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და თავიდან მეგონა, „ნაცმოძრაობას" მოუწყვეს"

24/06/2021 12:17:40 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიერ გადმოფენილი ბანერი წარწერით “მატყუარა კაცების პარლამენტი” "ნაციონალურ მოძრაობას” ეხებოდა.

"ბანერი გამოფინეს „მატყუარა კაცები პარლამენტშიო" და სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ქალბატონმა სამნიძემ ეს „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწყო, რადგან ისინი ამბობდნენ არ შევალთ პარლამენტშიო და მერე შემოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ სულ სხვა თემას ეხებოდა. აქაც მგონი, სიცრუის ტირაჟირება ხდება. რეალურად, მოქმედი რეგულაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობით, დაახლოებით 277 ქალბატონი დეპუტატია წარმოდგენილი, მთელი რაოდენობის 14 პროცენტი, ახალი ინიციატივით, რაც მიშელის დოკუმენტმა დადო, ხდება გაზრდა - პროპორციული სია იზრდება, მაჟორიტარების იკლებს. ამ ნაწილშიც ქალბატონების რაოდენობა 277 დან 458- მდე იზრდება. თუ რომელიმე პარტიას უნდა მეტი ქალი იყოს კიდევ წარმოდგენილი, ვინ უშლის, იქ წერია განსხვავებული სქესი და ქალებით დააკომპლექტონ და ყოველი მესამე მამაკაცი დაამატონ“, - განაცხადა ზარქუამ.

დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან შემდეგი შინაარსის პლაკატი „მატყუარა კაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.

ცნობისთვის: ქალთა უფლებადამცველები და ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება. კერძოდ, თუკი აქამდე არსებული ჩანაწერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საარჩევნო სიაში ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S