Accentnews.ge
"იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეების კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე რეფორმის სრულად განხილვა მოხდება"

"იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეების კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე რეფორმის სრულად განხილვა მოხდება"

24/06/2021 12:12:15 პოლიტიკა

საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ეს პროცესი, ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა სრულად არ განხორციელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმის თაობაზე დისკუსია და მსჯელობა იყოს ინკულუზიური პროცესი. ზუსტად ეს გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. თავის განცხადებაში კონგრესმენმა შაჰინმა და ჯონსონმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამ მხარდაჭერას ვუწევდით საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე და ჩვენ ახლაც მზად ვართ იგივე გავაგრძელოთ“,-განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S