Accentnews.ge
ტიკარაძე –  ჯარიმების ამნისტიაზე: "ეს არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული"

ტიკარაძე –  ჯარიმების ამნისტიაზე: "ეს არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული"

24/06/2021 12:04:46 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარძის განცხადებით, ჯარიმების ამნისტია "არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება".

"არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად მოტივირებული არის მთავრობა, რომ ავწიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტური მართვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S