მოძრაობა „ერი“ ლევან ვასაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
24/06/2021 12:00:46 პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა.
მისი ცნობით, ლევან ვასაძე თავს ნორმალურად გრძნობს.
„მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება.
„ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს“, - ნათქვამია განცხადებაში.


