ევროპარლამენტმა საქართველოში "ჟან მონეს დიალოგის" თანაფასილიტატორებად ლექსმანი და კალიურანდი დანიშნა
24/06/2021 11:51:07 პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოში "ჟან მონეს" დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: ევროპარლამენტი "ჟან მონეს დიალოგის“ ფარგლებში საქართველოს დახმარებას სთავაზობს


