კობახიძე – ჯარიმების ამნისტიაზე: "მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში გაკეთდებოდა"
24/06/2021 10:00:55 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პანდემიისას რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ამნისტიაზე ამბობს, რომ მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ამას სექტემბერში, არჩევნებამდე გააკეთებდნენ.
იგი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
"ნებისმერი ამნისტიაში, თავისი არსით, არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ეხება სამართალდამრღვევს და ბუნებრივია, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის. ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს, მაგრამ საბოლოო ჯამში კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის სამართადამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ.
დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.


