"ოცნებას", ჩვენ რომ გვებრძვის, იმ ჟინით რომ ებრძოლა ენმ-სთან, სხვა რეალობა იქნებოდა"
24/06/2021 09:26:39 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედი მმართველი ძალა მისი პარტიის წინააღმდეგ უფრო აქტიურ კამპანიას აწარმოებს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აწარმოებდა.
„არაფერი დასამალი არ მაქვს. არაფერი საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მაქვს და მეტსაც გეტყვით - "ქართულ ოცნებას" წლების განმავლობაში ასეთი ჟინით რომ ებრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა", - აცხადებს გიორგი გახარია
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ–ში ვიზიტად მყოფი გახარია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


