Accentnews.ge
ხაზარაძე პარლამენტიდან გასვლაზე განცხადებას განმარტავს: "არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ"

ხაზარაძე პარლამენტიდან გასვლაზე განცხადებას განმარტავს: "არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ"

24/06/2021 10:21:22 პოლიტიკა

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რას ითვალისწინებს 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი მოსამართლებიის დანიშვნასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, "ოცნებას" მარტო არ დატოვებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ სრული ლუსტრაცია მოხდეს რასთან გვაქვს საქმე.

"მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას. არა ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს რომ ამ [შეთანხმების] დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. არ დაგტოვებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S