ჩოკოი: "საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს ევროკავშირთან დიალოგში"
24/06/2021 09:03:06 პოლიტიკა
"საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გადავწყვიტეთ, ევროკავშირთან მეტი თანამშრომლობისკენ წავიდეთ, ვთანხმდებით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად უკეთეს შედეგს ევროკავშირთან პოლიტიკურ და კომერციულ დიალოგში",, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალისხმევის გაერთიანებით, მარტივად არის შესაძლებელი, ევროკავშირთან დიალოგის უკეთეს ხარისხს მიაღწიონ:
"ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს თავისი ეროვნული ინტერესი და მიზნები გააჩნია, თუმცა შესაძლოა, უკეთესი იყოს ძალისხმევის გაერთიანება, რათა განვახორციელოთ ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებული დღის წესრიგი".
ამასთან, მისი თქმით თანამშრომლობა ტრიო ფორმატში ძალიან ნაყოფიერი შეიძლება, იყოს და ასოცირებული ქვეყნები ევროპულ სტანდარტებს დაახლოვოს.


