დღეს ჯოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
24/06/2021 06:05:50 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.
ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური ავრცელებს. შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება.
მისი ცნობით, შეხვედრაზე მონაწილე პირები ევროკავშირისა და სამ ასოცირებულ პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.


