Accentnews.ge
ოხანაშვილი – ოპოზიციის პარლამენტიდან შესაძლო გასვლაზე: "გზა ფართოა, თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან"

ოხანაშვილი – ოპოზიციის პარლამენტიდან შესაძლო გასვლაზე: "გზა ფართოა, თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან"

24/06/2021 06:00:27 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელფასის მიღებაზეც უარი უნდა თქვან.

მისივე თქმით, "თუ გავლენ, ისევ შემოვლენ".

"ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. მთელი 7 თვის განმავლობაში ეს ადამიანები პარლამენტის გარშემო ტრიალებდნენ და არ შემოდიოდნენ. ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ იმდენად პრინციპულები იყვნენ და არ მოახდენდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას , თუმცა შემოვიდნენ კიდეც, მოუწიათ შემოსვლა და ახლაც თუ გავლენ ისევ შემოვლენ. ასე რომ, ეს მათ იფიქრონ, თუ კი მათ სურთ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების უარის თქმა ერთი დათქმით, რომ თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან და როდესაც შემოვლენ, შემდეგ აღუდგეთ ხელფასი. თუ აპირებენ გავიდნენ, გზა ფართოა, მაგრამ მაინც მოუწევთ შემოსვლა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გუშინ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო უნდა დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S