IPSOS-ის კვლევა –გამოკითხულთა უმეტესობა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას პოზიტიურად აფასებს
23/06/2021 17:31:52 პოლიტიკა
IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას, გამოკითხულთა უმეტესობა – 44% პოზიტიურად აფასებს.
კითხვაზე, "როგორ აფასებთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას?", – პასუხები ასე ნაწილდება:
- ძალიან პოზიტიურად - 27%
- პოზიტიურად - 44%
- ნეგატიურად - 19%
- ძალიან ნეგატიურად - 10%
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.


