IPSOS-ის კვლევა – რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ ენმ პარლამენტში უნდა შესულიყო
23/06/2021 17:13:29 პოლიტიკა
IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 65% მიიჩნევს, რომ ენმ პარლამენტში უნდა შესულიყო.
კითხვაზე, "ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემდეგ, უნდა შესულიყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში?" - პასუხი ასეთია:
- კი - 65%
- არა - 35%
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.


