"ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ არ არსებობს პიროვნება, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის საუკუნოვან ურთიერთობას"
23/06/2021 16:00:45 პოლიტიკა
რეალურად ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ურთიერთობები, რომელიც იყო შესული რაღაცა გაუგებრობაში და არა ჩიხში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პიროვნება, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორი ქვეყნის მართლაც საუკუნოვან ურთიერთობას.
„ვფიქრობ, ორივე მხარე მიხვდა, რომ ეს არ იყო საჭირო და უკრაინამ ყოველ შემთხვევაში ეს აღიარა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


