Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან" – სახალხო დამცველს: "რას აკეთებდით გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად?"

დეპუტატი "ოცნებიდან" – სახალხო დამცველს: "რას აკეთებდით გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად?"

23/06/2021 15:35:50 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერიძე დაინტერესდა, რას აკეთებდა ამ დრომდე სახალხო დამცველი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

"დღეს ბევრს ვსაუბრობთ ყველა ჩვენთაგანი ამ თემაზე და ისმის შესაბამისად კრიტიკაც. ხშირად ისმის მოსაზრებებიც ქმედების გააქტიურებასთან დაკავშირებით და დღესაც ვიყავით მოწმე იმისა, რომ ამ საკითხში ჩაერთო საქართველოს პატრიარქი. მაქვს კითხვა თქვენთან, რა არის ის ღონისძება, რომელიც შესაძლებელია, უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს მის ოჯახს?", – მიმართა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით. მოგვიანებით, მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გახელაძე ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S