Accentnews.ge
აშშ-ის საელჩომ 19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოზე ჩანაწერები ყვითლად მონიშნა და ასე გამოაქვეყნა

აშშ-ის საელჩომ 19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოზე ჩანაწერები ყვითლად მონიშნა და ასე გამოაქვეყნა

23/06/2021 15:12:35 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს შეახსენებს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას".

“19 აპრილს “ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ “მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს”. შეთანხმდნენ, ყოველისმომცველ და ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის ახალ კანონმდებლობაზე”,– ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიპლომატიური უწყება განცხადებას თან ურთავს შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ყვითლად არის მონიშნული შესაბამისი პუნქტები.

საელჩოს ამ განცხადებას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პარლამენტში არ შეჩერდება.

ცნობისთვის: 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S