Accentnews.ge
ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა

ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა

23/06/2021 14:42:47 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელებასა და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელობაზე.

"მე და ჩემმა კოლეგებმა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და ევროპის საბჭოდან დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით. განვაცხადეთ, რომ სჯობს, ცოტა შენელება და არ იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები, რათა ყველა კანდიდატის მიმართ იყოს ერთნაირი მიდგომა. ვიმედოვნებ, ეს საკითხი სათანადოდ იქნება განხილული პარლამენტში. ჩვენ ამ პროცესს 19 აპრილის შეთანხმების პერსპექტივიდან დავაკვირდებით ისევე, როგორც იმ პირობებიდან, რომელსაც ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარება და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ითვალისწინებს. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით არ იქნება აჩქარება", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S