Accentnews.ge
"გავრილოვის ღამეს" დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

"გავრილოვის ღამეს" დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

23/06/2021 13:36:55 პოლიტიკა

ფრაქციებმა "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა პარლამენტში 19-21 ივნისის დაზარალებულთა საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მათ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში მნიშვნელობა დაზარალებულთა კომპენსირებისა და მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებს ენიჭება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა ფრაქციასთან თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინც პარლამენტშია. დღეის მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გვეთანხმებიან ამ ინიციატივაში და სავარაუდოდ, რა თმა უნდა მხარს, დაუჭერენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათგან ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს", - გიორგი ვაშაძე

ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა დაზარალებულის ერთჯერად კომპენსაციას; საპენსიო უზრუნველყოფას იმ დაზარალებულების, რომლებმაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს და სამედიცინო ხარჯების სრულ ანაზღაურებას სიცოცხლის ბოლომდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S