Accentnews.ge
მაჭარაშვილი - გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე: "გამოვიყენებთ, რომ პარტნიორებს ფაქტის სიმწვავე დავანახოთ"

მაჭარაშვილი - გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე: "გამოვიყენებთ, რომ პარტნიორებს ფაქტის სიმწვავე დავანახოთ"

23/06/2021 07:30:16 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ხელისუფლება “გამოიყენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ფაქტის სიმწვავე დაანახოს”.

მისი თქმით, ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

"რაც შეეხება აქციას, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ჩვენ ამ მომენტსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ ფაქტის სიმწვავე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პატრიარქის თხოვნით ცვლის გადაწყვეტილებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს აღარ გადავა. ძალაში რჩება ოჯახის მიერ დღეს დაანონსებული აქცია.

"მოვუწოდებ ყველას, ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.

ცნობისთვის: ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს დე ფაქტო საზღვრის დარღვევისთვის. მოგვიანებით, მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გახელაძე ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S