ენმ-ის წევრებმა პარლამენტში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს
22/06/2021 11:02:27 პოლიტიკა
"20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენს თქვენი მმართველობის სიმბოლოს", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ქართული ოცნების წევრებს.
ენმ–ის წევრებმა პარლამენტში პერფორმანსის სახით 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტო მასალა გააკრეს.
დეკანოიძის თქმით, "ოცნების" წევრები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში შემოუშვეს ოკუპანტი, რომელიც პარლამენტში რუსულად მიმართავდათ და ამაზე პროტესტი არ ჰქონიათ.
"ვაკრავ იმას, რაც რეალურად მოხდა 2020 წლის 20 ივნისს. მე შევპირდი ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახის წერვებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექით 2019 წლის 20 ივნისს, როცა აი აქ, პარლამენტში, აი აქ ამ დარბაზში, აი აქ, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო იჯდა რუსი ოკუპნატი და ხასიათით, სიმბოლოთი, ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა", -განაცხადა დეკანოიძემ.


