კომიტეტმა „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა
22/06/2021 11:01:25 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ დარეგისტრირების საკითხს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების და საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ექნება.


