ზარქუა – ვაშაძეზე: "ეს ჭიჭე, ჩიჩიე ვაშაძე"
22/06/2021 10:47:31 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა.
"ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს... გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს. როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს", - განაცხადა ზარქუამ, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად, "კახა კალაძემ მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო".
ამასთან, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის კიდევ ერთ განცხადებას "ლიბერთი ბანკის" პროცენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათთვის არახალია პენსიონრების მაღალი პროცენტი და ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგეს.


