რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან
22/06/2021 05:03:28 პოლიტიკა
რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტს 24-26 ივნისს გამართავენ.
“აღმოსავლეთ პარტნიორების" მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ევროკავშირის დიდ ჩართულობაშიც გამოიხატება, მათ შორის, გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს საქართველოს ვეწვევით", - წერს აურესკუ.


