"დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, ხმას მოგვცემდა თითქმის ყველა"
21/06/2021 19:07:50 პოლიტიკა
არც ერთი ხელისუფლება არ არსებობს მსოფლიოში, რომ ყველა დაპირება ჰქონდეს შესრულებული. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "რატომ არ შესრულდა მმართველი გუნდის დაპირებები, თუნდაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება?", მდინარაძემ შემდეგი განაცხადა:
"ეგეთი დაპირებების 100%, რომ გვქონდეს შესრულებული, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგცემდა ხმას ამ ქვეყნაში, მოგვცემდა ყველა და მხოლოდ "ნაცმოძრაობა" დარჩებოდა სუბიქეტური.დაპირებებს რომ მივყვეთ, ვნახავთ, რომ ზოგიერთი შეიძლება 80%-ით გვაქვს შესრულებული, ზოგიერთი 90%-ით, ზოგი შეიძლება ისეთი იყო, რომლის მიმართაც მოლოდინიც არასწორი იყო, მათ შორის მმართველი გუნდის. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საქმის კეთება და ამ კინკლაობის მიღმა ეს საქმე კეთდება".


