კალაძე - რუსთაველის თეატრის რუსულ გასტროლზე: "პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში"
21/06/2021 18:43:14 პოლიტიკა
პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით და ეკონომიკური განვითარებით.
"გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, ეს დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.


