Accentnews.ge
მდინარაძე – გახარიაზე: "ეს ადამიანი გადადგა ენმ–ის ინტერესისთვის"

მდინარაძე – გახარიაზე: "ეს ადამიანი გადადგა ენმ–ის ინტერესისთვის"

21/06/2021 18:38:01 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან ენმ–ის ინტერესისთვის გადადგა.

"ეს ადამიანი გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის. [...] ფაქტი იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა" - აცხადებს მდინარაძე გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" სტუმრობისას.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ გახარიამ ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი პანდემიის პერიოდის კრიზისს, მდინარაძე ხაზს უსვამს გახარიასა და "ოცნების" გუნდის ერთობლივ მუშაობას და აღნიშნავს, რომ ის, რაც წარმატებული იყო, არ უნდა უარყონ:

"მიუხედავად ამისა, სადაც იგი თავის გუნდთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა თქვა, ეს არ უნდა ვუარყოთ იმიტომ, რომ არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ვთქვათ არაფერი არ მოგვწონდა ამ კაცის, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერ–მინისტრად?!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S