23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა
21/06/2021 18:10:48 პოლიტიკა
23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
"შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


